ABELA Motors

ABELA Motors Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ABELA Motors, Tbilisi.

" ბილენკინი "-ავტომობილების ახალი რუსული მარკარუსულმა საავტომობილო კომპანიამ 2015 წელს დუბაიში გახსნილ გამოფენაზე თავისი...
20/01/2016

" ბილენკინი "-ავტომობილების ახალი რუსული მარკა

რუსულმა საავტომობილო კომპანიამ 2015 წელს დუბაიში გახსნილ გამოფენაზე თავისი პირველი ავტომობილი წარადგინა. კომპანია "ბილენკინი" ავტომობილების რესტავრირებითაა დაკავებული.

ამ სახელოსნოში აგროვებენ მანქანებს 20-40 ათასი კმ გარბენით.მანქანებს, რომლებიც ძალიან დაზიანებული არაა.მათთვის სპეციალურად ქმნიან პლასტმასის კუზაოს დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით.ასე წელიწადში ათამდე მანქანას ამზადებენ სპეციალური შეკვეთით.

ფოტოზე ნაჩვენები ოქროსფერში შესრულებული ავტომობილის ფასი 250 000 ევროა, შავი ავტომობილი კი 130 000 ევროდაა შეფასებული.

დილა მშვიდობისა ☼საინტერესოა, რამდენად რეგულარულად აკონტროლებთ ავტომობილის ძრავში ზეთის დონეს? ► ძრავის შეზეთვის სისტემი...
30/11/2015

დილა მშვიდობისა ☼
საინტერესოა, რამდენად რეგულარულად აკონტროლებთ ავტომობილის ძრავში ზეთის დონეს?

► ძრავის შეზეთვის სისტემის ნორმალური მუშაობისათვის აუცილებელია მუდმივად შენარჩუნდეს ძრავში ზეთის აუცილებელი დონე. იმდენად, რამდენადაც ძრავის მუშაობა დაკავშირებულია ზეთის კლებასთან მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმის ფარგლებში, ავტომობილის მფლობელი ვალდებულია რეგულარულად აკონტროლოს ძრავში მისი დონე (მაგალითად, საწვავის ავზის ყოველი შევსების დროს). საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ ძრავში იგივე ძრავის ზეთი, რომლითაც შევსებულია სისტემა.
ძრავის მუშაობამ, როგორც არასაკმარისი, ასევე ჭარბი რაოდენობის ზეთით, შეიძლება გამოიწვიოს ძრავის წყობიდან გამოსვლა.
✔ რეგულარულად აკონტროლეთ ძრავში ზეთის დონე.
✔ აუცილებლობის შემთხვევაში დაამატეთ ძრავში ზეთი და მიიყვანეთ მისი დონე ნორმამდე.
✔ არ დაამატოთ ძრავში ნორმაზე მეტი ზეთი.

მარტივი რჩევები ყინვაში ავტომობილის ექსპლუატაციის დროს► აუცილებელია ავტომობილის მომზადება ზამთრის პერიოდისთვის ჯერ კიდევ...
05/10/2015

მარტივი რჩევები ყინვაში ავტომობილის ექსპლუატაციის დროს

► აუცილებელია ავტომობილის მომზადება ზამთრის პერიოდისთვის ჯერ კიდევ თბილ ამინდში. სასურველია ავტომობილს ჩაუტარდეს სრული დიაგნოსტიკა, თუმცა ყველა ავტომოყვარულს არ აქვს საკმარისი დანაზოგები სრული დიაგნოსტიკისთვის. ამიტომ იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ხარჯები, ავტო მოყვარულებო შეგიძლიათ გამოიყენეთ შემდეგი რჩევები:

► გაითვალისწინეთ სამუხრუჭო ხუნდები, ბორბლები და საბურავები, დაკიდების სისტემა და მანქანის სხვა ნაწილები ზამთარში უფრო სწრაფად იცვითება.

► ინჟექტორული ავტომობილების მფლობელებისთვის, მიზანშეწონილია, ყინვაში გასვლისას, გაავსოთ საწვავით ბენზინის ავზი, რადგან რაც უფრო ცოტაა საწვავი, მით უფრო მეტია ჰაერი ავზში. ყინვაში კი ჰაერი გარდაიქმნება ორთქლად და ყინულად, რომელიც ერევა საწვავს

► თუ ზამთარში ძირითადად მოძრაობთ ქალაქში, ავტომობილისთვის საკმარისია ზამთრის საბურავები, მაგრამ, თუ გადაადგილდებით ქალაქგარეთ, მაშინ აუცილებელია დააყენოთ ე.წ. ,,შიპებიანი’’ საბურავები.

► ერთ-ერთი საუკეთესო ანტიკოროზიული საფარი მანქანისთვის არის ცვილი, რომელიც უნდა იქნას დატანილი მთლიანად ავტომობილის ზედაპირზე.

► სასურველია დააყენოთ ახალი აალების სანთლები. ძველი აალების სანთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ ზაფხულში.

როგორ გავწმინდოთ ავტომობილის ოპტიკა ► ავტომობილის ფარების პერიოდულად გაწმენდა აუცილებელია, რათა მათ ღამე მგზავრობისას უკ...
29/09/2015

როგორ გავწმინდოთ ავტომობილის ოპტიკა

► ავტომობილის ფარების პერიოდულად გაწმენდა აუცილებელია, რათა მათ ღამე მგზავრობისას უკეთ გაგინათონ გზა. ფარები ძალიან მარტივად და ეფექტურად იწმინდება კბილის პასტით. ჯერ ერთი, ეს ხდება სწრაფად, ხოლო მეორეს მხრივ შედეგით დარჩებით გაოცებულები - ფარები დაიწყებს პრიალს და ბრწყინვას.

გამოიყენეთ ფრჩხილის ლაქი ნაკაწრების და ჟანგის წინააღმდეგ.► ფრჩხილის ლაქი კაცობრიობის უდიდესი გამოგონებაა. მას შეუძლია და...
11/08/2015

გამოიყენეთ ფრჩხილის ლაქი ნაკაწრების და ჟანგის წინააღმდეგ.

► ფრჩხილის ლაქი კაცობრიობის უდიდესი გამოგონებაა. მას შეუძლია დაფაროს ბზარი მინაზე, იქამდე სანამ თქვენ ახალმინას არ ჩასვამთ. ასევე, ლაქით შეიძლება დაფაროთ მიკროჟანგი და მიკრონაკაწრები,რომლებიც მაგალითად წარმოიქმნება ქვებისაგან. ასევე ლაქი ხელს შეუშლის ჟანგისშემდგომ განვითარებას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გამჭირვალე ლაქი ან შეარჩიოთ ისეთი ფერი, რომელიც შეესაბამება თქვენი მანქანის ფერს

როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა ავტომობილი?► როცა მეორად ავტომობილს ვყიდულობთ, ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, ნაავარ...
06/08/2015

როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა ავტომობილი?

► როცა მეორად ავტომობილს ვყიდულობთ, ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, ნაავარიებია თუ არა. ამის გასაგებად ავტომობილზე კარგი დაკვირვებაა საჭირო. გთავაზობთ რამდენიმე აუცილებელ რჩევას
კარგია, როცა კარგი ექსპერტი გყავთ. მიუყვანთ ავტომობილს, შეამოწმებს და გეტყვით, ღირს თუ არა ამ მანქანის ამდენად და ამდენად შეძენა. მაგრამ რაღაც-რაღაცების გარკვევა თვითონაც შეგიძლიათ. მეორადი ავტომობილის შეძენისას მთავარი კითხვები ასე ჟღერს: გარბენი „ჩამოყრილი“ ხომ არ არის? არის თუ არა მანქანა ნაავარიები? გარბენთან დაკავშირებით არაერთხელ დაგვიწერია და რაც შეეხება იმის გარკვევას, აქვს თუ არა ავტომობილს ავარია გადატანილი

► საჭის პოზიცია

თუ საჭე სწორად არ დგას, ესე იგი, სავალ ნაწილში პრობლემებია. ცხადია, ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ მაგალითად, ავტომობილი ბორდიურზე სწრაფად ავიდა, მაგრამ დარტყმა ან სერიოზული ჩარტყმაც არ არის გამორიცხული.

► წარწერები ფანჯრებზე

გვერდითა ფანჯრები უმეტესად ერთი მწარმოებლისაა. ხშირად იმავე მწარმოებლისაა საქარე მინაც. თუ ერთმანეთისგან განსხვავებულ წარწერებს შეხვდებით, დიდი შანსია, რომ გამოცვლილ ფანჯარასთან გაქვთ საქმე.

► ფერში არეკლილი

დააყენეთ მანქანა ისე, რომ ძარის ზედაპირზე ხაზები აირეკლოს. დაზიანებულ ადგილებს არეკლილ ხაზებში იოლად იპოვნით. გაითვალისწინეთ: მცირე უსწორმასწორობა კენჭის მოხვედრითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.

► ვინ-კოდი

ე.წ. ვინ-კოდი დაზიანებული არ უნდა იყოს! თუ შელახულია, დიდი შანსია, მიზეზი ავარია იყოს. ან უფრო უარესი: ნომერი შეცვალეს, რადგან მანქანა მოპარულია და ნაავარიები ავტომობილის ნომრით ყიდიან.

► ჭანჭიკები

თუ ფრთა ან კაპოტი გამოცვალეს, ამას ჭანჭიკებზე შეამჩნევთ, სადაც შეცვლა აუცილებლად დატოვებდა კვალს. ამ ფოტოზე ორიგინალი ჭანჭიკებია და კვალიც არ ჩანს - ე.ი. ყველაფერი რიგზეა.

► ფარები

თუ ფარები თანაბრად არაა ჩამჯდარი, ან მათ გარშემო, სიცარიელეებში არათანაბარი სივრცეებია, ეს იმის ნიშნებია, რომ მანქანა დანარტყამია და ან ფარი შეცვალეს, ან კაპოტი, ანაც ფრთა.

► კარები

გაღებული კარი ზემოთ ან ქვემოთ ძარაზე დამოუკიდებლად არ უნდა მოძრაობდეს. დიდი შანსია, ეს იმას ნიშნავდეს, რომ კარი ცუდად ჩასვეს. თუმცა, შესაძლოა, ეს იმანაც გამოიწვიოს, რომ კარს უხეშად ხურავდნენ.

► მძიმე ავარიის შემდეგ ავტომობილს ძარის ყველა გვერდითა ნაწილს უცვლიან ხოლმე, რასაც შედუღების წერტილებზე შეამჩნევთ. ეს წერტილები თითქმის არასდროს ზის ისე იდეალურად, როგორც ქარხნული შედუღების შემდეგ.

რატომ უნდა გაწმინდოთ პერიოდულად ძრავა.► სასურველია დროდადრო გაწმინდოთ მანქანის ძრავა, რაც გარკვეულ წილად სარისკო გადაწყვ...
03/08/2015

რატომ უნდა გაწმინდოთ პერიოდულად ძრავა.

► სასურველია დროდადრო გაწმინდოთ მანქანის ძრავა, რაც გარკვეულ წილად სარისკო გადაწყვეტილებაა, ამიტომ პირველ რიგში მონახეთ წინასწარ ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ავტოსამრეცხაო. ძრავის წმენდა არის მნიშვნელოვანი, რადგან შედეგად ხელოსანი და თქვენც შეძლებთ ნათლად დაინახოთ გამოდის თუ არა რაიმე სითხე ძრავიდან და თუ გამოდის,მაშინ კონკრეტულად რა ადგილიდან.

ჰაერის ფილტრის მნიშვნელობა.► თუ კარგად დააკვირდებით ჩვენს ქალაქს, განსაკუთრებით ქარიან ამინდში ისეთი მტვერია რომ შუშის ჩ...
30/07/2015

ჰაერის ფილტრის მნიშვნელობა.

► თუ კარგად დააკვირდებით ჩვენს ქალაქს, განსაკუთრებით ქარიან ამინდში ისეთი მტვერია რომ შუშის ჩამოწევა დაგეზარებათ, რაც იმაზე მეტყველებს რომ ავტომობილის ჰაერის ფილტრი გაცილებით უფრო მალე ბინძურდება ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა, ამიტომ ჰაერის ფილტრი სასურველია ყოველი ზეთის ან ყოველი მომდევნო ზეთის შეცვლაზე შეიცვალოს, და ეს აუცილებელია! ვინაიდან ჰაერის ფილტრში მოხვედრილი მტვრის ნაწილაკები ჯერ ახშობენ თვითონ ფილტრს, რაც ჰაერის სისტების დახშობასა და საწვავის ხარჯის მომატებას იწვევს, ხოლო საბოლოოდ დამტვერილი ჰაერის ფილტრიდან მტვრის მიკრო ნაწილაკები მაინც აღწევს ძრავში, რაც შემდეგ ძრავის ხანგრძლივ მაგრამ საკმაოდ ეფექტურ ცვეთას იწვევს!

► გერმანელმა სტუდენტებმა 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დროის რეკორდი მოხსნეს (ვიდეო)
28/07/2015

► გერმანელმა სტუდენტებმა 0-100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დროის რეკორდი მოხსნეს (ვიდეო)

Many thanks to AMK for the support and those powerful and light motors ! Many thanks to Kistler for the measurement devices and support during the world reco...

◄ ATTENTION ►სიცხეში ავტომობილი რომელიც გაჩერებულია ჩრდილში აწეული შუშებით, დღის განმავლობაში სალონში გამოყოფს 400დან 80...
26/07/2015

◄ ATTENTION ►

სიცხეში ავტომობილი რომელიც გაჩერებულია ჩრდილში აწეული შუშებით, დღის განმავლობაში სალონში გამოყოფს 400დან 800 მგ-მდე ბენზოლს. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გაჩერებულია მზეში, ბენზოლის დონე სალონში 2000 დან 4000 მგ აღწევს რაც დასაშვებზე 40 ჯერ მაღალია!

ბენზოლი არის სახიფათო ტოქსინი, რომელიც სასუნთქი გზების საშუალებით გადადის სისხლში და აზიანებს თირკმელებს, შლის ძვლებს, ვნებს ღვიძლსა და სხვა ორგანოებს, იწვევს კიბოს! ხოლო ყველაზე ცუდი ის არის , რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანის ორგანიზმში.

ინსტრუქციაში, რომელიც ახალ ავტომობილებს მოყვება ნათლად წერია რომ, როდესაც ავტომობილში ჩაჯდებით და კონდინციონერს ჩართავთ 2 წუთით დატოვეთ ფანჯრები ღია! ხოლო რატომ?! – არცერთი მწარმოებელი არ აღნიშნავს, რადგან აღნიშნული მესიჯი ავტომობილის მწარმოებლის იმიჯს მეტნაკლებად შელახავს.
კვლევების საფუძველზე სანამ კონდინციონერი დაიწყებს ჰაერის გაციებას იგი გამოყოფს პლასტმასის ცხელ ჰაერს რომელიც შეიცავს ბენზოლს, სახიფათო ტოქსინს, რომელიც იწვევს კიბოს და აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს ( გამოირჩევა გაცხელებული პლასტმასის სპეციფიური სუნით, რომელიც კონდინციონერს ჩართვის თანავე თან სდევს რამოდენიმე წუთით) ამიტომ აუცილებელია დავრწმუნდეთ, სანამ სუნი არ გავა, ფანჯრებს არ აუწიოთ.

ავტომობილის დაქოქვამდე აუცილებელია გააღოთ ფანჯრები რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩართოთ კონდინციონერი, ფანჯრები არ დაკეტოთ ჩართვიდან კიდევ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, ხოლო რამოდენიმე წუთის მერე აუწიეთ შუშებს და იმგზავრეთ მშვიდად.

ხომ არ გამოგრჩათ რაიმე მნიშვნელოვანი ?► სამუხრუჭე სითხესამუხრუჭე სითხე არა მარტო ავტომობილისთვის, არამედ თქვენი და მგზავ...
26/07/2015

ხომ არ გამოგრჩათ რაიმე მნიშვნელოვანი ?

► სამუხრუჭე სითხე
სამუხრუჭე სითხე არა მარტო ავტომობილისთვის, არამედ თქვენი და მგზავრების უსაფრთხოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. მისი შეცვლა ორიდან სამ წლამდე პერიოდის შემდეგაა სასურველი - გააჩნია, სითხის ხარიხსა და გარემოს, სადაც მგზავრობდით. დროთა განმავლობაში დუღილის წერტილი კლებულობს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შესაძლოა, ავტომობილმა ოდნავადაც აღარ დაამუხრუჭოს.

ავტომობილი ღია ცის ქვეშ : სასარგებლო რჩევებიავტომოყვარულთა უმრავლესობას უწევს ავტომობილის ღია ცის ქვეშ დატოვება, ამიტომ ...
25/07/2015

ავტომობილი ღია ცის ქვეშ : სასარგებლო რჩევები

ავტომოყვარულთა უმრავლესობას უწევს ავტომობილის ღია ცის ქვეშ დატოვება, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილოთ სწორედ ასეთ შემთხვევაში ავტომობილის პარკირებისათვის შესაძლო ადგილები და მათი თანმდევი საშიშროებები:
თუ თქვენ დააყენებთ ავტომობილს მაღალსართულიან შენობასთან ახლოს, განათავსეთ იგი ამ შენობიდან გარკვეულ მანძილზე. ასე, თქვენ დაიცავთ ავტომობილს იმ საგნებისაგან, რომლებიც შესაძლოა შემთხვევით გადმოვარდნენ ან მიზნობრივად გადმოაგდონ შენობიდან
გირჩევთ არ დატოვოთ ავტომობილი დიდი სიმაღლის ხეებთან ძლიერი ქარის დროს, იგი შესაძლოა დაზიანდეს ხის დამტვრეული ტოტებით
ასევე ნუ დატოვებთ ავტომობილს ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა გადაიკეტოს საავარიო სამსახურებისთვის სახლამდე მისასვლელი გზა. ასეთ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ თქვენს ავტომობილს უბრალოდ უხეშად გადაადგილებენ გზიდან გავლის მიზნით
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა - გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავტომობილის ღია ცის ქვეშ დატოვების დროს გამოიყენეთ სპეციალური გადასაფარებელი. ავტომფლობელების უმრავლესობა იყენებს ბრეზენტის ან ნაჭრის საფარს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ისინი სველდება და თანდათანობით აზიანებს საღებავის ფენას ავტომობილზე და შედეგად იწყება ჟანგის მოკიდება, ყინვის დროს კი ეს სველი საფარი შესაძლოა მიეყინოს მანქანას, რაც რა თქმა უნდა ასევე აზიანებს ავტომობილის საღებავს. ამიტომ გირჩევთ შეიძინოთ ავტომობილის სპეციალური გადასაფარებელი, რომელიც არ სველდება და აქვს სილიკონის შემადგენლობა.

Address

Tbilisi
0182

Telephone

551760071

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ABELA Motors posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share