20/04/2026
❗ როდის გამოიყენება XADO Anticarbon:
კომპრესიის დაცემა ცილინდრებში – ძრავი კარგავს სიმძლავრეს, გაჭედილი დგუშის რგოლების გამო.
ზეთის ჭარბი ხარჯვა – თუ ძრავი ზედმეტად "ჭამს" ზეთს, ეს ხშირად დგუშის რგოლების ან ცილინდრების პრობლემის ნიშანია.
ხილული გამონაბოლქვის არსებობა – ეს მიგვანიშნებს წვის არასრულ პროცესზე ან წვის კამერაში ზეთის არსებობაზე.
ძნელად დაქოქვა, განსაკუთრებით ცივზე – ნახშირბადის დაგროვება ცილინდრებში ართულებს დაქოქვას.
ძრავის აჩქარების დაკარგვა და არასახარბიელო მუშაობა – არათანაბარი ან სუსტი აჩქარება.
ძრავის გახსნამდე პრევენციული წმენდა – თუ ეჭვი გაქვს შიდა დაბინძურებაზე, მაგრამ ჯერ არ გსურს ძრავის დაშლა.
☢️ანტიკარბონი
🔴ძრავი უნდა იყოს თბილი
🔴პორშინები უნდა იდგეს ერთ დონეზე
🔴მოხსენით აალების სანთელი
🔴ჩაყავით ცილინდრში ანტიკარბონის მილი და შეუშვით 10წმ-ის განმავლობაში
🔴ჩასხმის შემდეგ მაშინვე დააყენეთ აალების სანთელი
🔴დაელოდეთ 15-20წუთი
🔴მოხსენით აალების სანთლები
🔴დააფარეთ ნაჭერი ცილინდრებს
🔴დაატრიალეთ გასაღები და სცადეთ დაქოქვა
🔴2-3 მცდელობის შემდეგ დააყენეთ აალების სანთლები
🔴დაქოქეთ ავტომობილი და 2-3000 ბრუნის ფარგლებში ამუშავეთ 5 წუთი
🔴 პროცედურა დასრულებულია