New Auto

New Auto New Auto
ავტო იმპორტი
თბილისი, გოთუას ქ. 8
2 10 40 22
593 113-112

კომპანია “New Auto”-ი გთავაზობთ ავტომობილის შეძენას ამერიკისა და იაპონიის წამყვან ავტო აუქციონებზე და მის ტრანსპორტირებას და იმპორტს საქართველოში. "New Auto" ასევე გთავაზობთ უპრეცენდენტოდ დაბალ ტარიფებს როგორც ავტომობილებზე, ასევე მოტო და სპეცტექნიკაზე.

12/12/2018

WWW.PTI.GE
შეამოწმეთ როდის უწევს თქვენს ავტომობილს ტექ. შემოწმება.

პორშეს მუზეუმი გერმანიაში vs ავტოსერვისი სამეგრელოში
10/07/2016

პორშეს მუზეუმი გერმანიაში vs ავტოსერვისი სამეგრელოში

Mercedes-Benz-მა ექვსბორბლიანი G63 AMG 6x6 სრულად გაყიდა. გამოცემა „GT სპირიტის“ ინფორმაციით, Mercedes-Benz-მა დაასრულა ...
15/04/2016

Mercedes-Benz-მა ექვსბორბლიანი G63 AMG 6x6 სრულად გაყიდა.

გამოცემა „GT სპირიტის“ ინფორმაციით, Mercedes-Benz-მა დაასრულა თავის ექვსბორბლიან მონსტრ G63 AMG 6x6-ზე შეკვეთების მიღება, რადგან მის წარმოებას აღარ აპირებს. იმავე გამოცემის ინფორმაციით, შტუტგარტელებმა უკვე ასზე მეტი ასეთი ავტომობილი გაჰყიდეს, რომელთა ღირებულებაც, 400 000 დოლარზე მეტია. არადა, თავიდან სულ რამდენიმეს წარმოება იგეგმებოდა.

რადგან მისი წარმოება დასრულდა, შეიძლება ვარაუდი, რომ ავტომობილის ფასი მეორად ბაზარზე ძლიერ გაიზრდება. ჯერჯერობით, მყიდველთაგან არავის გასჩენია G63 AMG 6x6-ს გაყიდვის სურვილი, თუმცა ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება და საინტერესოა, რა ფასად შეელევა პატრონი ავტომობილს, რომლითაც ამ პლანეტაზე ნებისმიერი გზის და უგზოობის გავლაა შესაძლებელი.

ექვსბორბლიანი ავტომობილის ნაცვლად, სამქიმიანები მალე მომხმარებლებს მის ოთხბორბლიან ვერსიას შესთავაზებენ. ამ ავტომობილის სახელია G550 4x4 და მას მალე ჟენევის მოტორ შოუზე დებიუტი ელის. ამ ავტომობილს, მასზე დიდი, ექვს ბორბლიანი ვერსიის საკიდარი და ძრავი აქვს. ოღონდ, აგრეგატი ატმოსფერულია - G63 AMG 6x6-ს შემთხვევაში, 5.5-ლიტრიან V8-ს წყვილი ტურბო დამჭირხნი ემსახურება.

რჩევები მათთვის, ვისაც უნდა, რომ ავტომობილი ეკონომიურად მართოს იორგ პაულსენი მძიმეწონიანია, მაგრამ როცა საქმე ავტომობილი...
15/04/2016

რჩევები მათთვის, ვისაც უნდა, რომ ავტომობილი ეკონომიურად მართოს

იორგ პაულსენი მძიმეწონიანია, მაგრამ როცა საქმე ავტომობილის ეკონომიურად ტარებას ეხება, ეს მუხასავით კაცი ძალიან მოქნილი ხდება. ”საწვავის დაზოგვის ჩიპი ავტომობილის ძრავაში კი არა, მძღოლის ყურებს შორისაა ჩადებული, - ასეთია მისი ფილოსოფია, - ვისაც საწვავის დაზოგვა უნდა, თუ მანქანას სწორად მართავს, ხარჯს მაქსიმუმ 20 პროცენტით თავისუფლად შეამცირებს.” პაულუსი ასეთი სურვილით შეპყრობილ მძღოლებს სპეციალურ კურსებს უტარებს და ტრიუკების გაზიარებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. რა თქმა უნდა, ამ რჩევებთან ერთად აუცილებელია, რომ ძრავა გამართულად მუშაობდეს, დროულად ცვლიდეთ საწვავის ფილტრს, ჰაერის ფილტრს, აალებად სანთლებს და ა.შ.

დაცალეთ საბარგული

პირველ რიგში გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ - თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება.

დაიცავით დისტანცია

Auto Bildდისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწარ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება. ვინც დისტანციას იცავს, ქალაქში არაერთხელ მიეცემა იმის შანსი, რომ სიჩქარიდან ამოაგდოს და საწვავი ამითაც დაზოგოს. ასეთი მიდგომა სიჩქარეს არ დაგაკარგვინებთ და საწვავსაც დაგიზოგავთ.

როდის აქვს აზრი ძრავის გამორთვას?

წამზომიანი შუქნიშანთან საწვავის ხარჯის დაზოგვის მიზნით ძრავის გამორთვას აზრი აქვს. თუ წითლის ხანგრძლივობა მინიმუმ 50-60 წამია, გამორთვას აზრი ნამდვილად აქვს, 10 ან 20-წამიან წითელზე კი - არა, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს. სტარტ-სტოპით აღჭურვილი ავტომობილები ამ საქმეს ავტომატურად აკეთებენ.

კარგად დაბერეთ საბურავები

დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ მაქსიმალურ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს ამცირებს წინაღობას, ზოგავს საწვავს და იცავს საბურავებს.

ამოაგდეთ სიჩქარიდან

როგორც კი საშუალება მოგეცემათ, ამოაგდეთ სიჩქარიდან და გაათავისუფლეთ ძრავა უსარგებლო წნეხისგან. შეეცადეთ, შუქნიშანთან მიახლოვებისას, დაიცვათ დისტანცია და იმდენი მოახერხოთ, რომ მერე მანქანის ადგილიდან დაძვრა არ დაგჭირდეთ, რადგან ასეთ დროს ავტომობილი გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაძრულს ავტომობილს აჩქარებთ.

გადართეთ დროულად

ნუ დაგეზარებათ გადაცემების გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს. არასდროს დაიწყოთ მოძრაობა ძლიერი გაზით და როგორც კი სიჩქარე 20 კმ/სთ-ს მიაღწევს, მაშინვე გადართეთ მეორეში, 30 კმ/სთ-ს მიღწევის შემდეგ კი - მესამეში. მთავარია, ტახომეტრის ისარი 2000-ს იშვიათად ან საერთოდ არ ასცდეს.

დასკვნა
ვისაც საწვავის ხარჯის შემცირება უნდა, ავტომობილი ინტელიგენტურად უნდა მართოს. ცხადია, რთულია იმის აღიარება, რომ ავტომობილის ტარებისას ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ეს სულაც არ არის სამარცხვინო: ჩვენ ხომ ტარება გვასწავლეს და არა საწვავის ხარჯის დაზოგვა - შესაბამისად, ვატარებთ ისე, როგორც გვინდა და როგორც მოგვიხერხდება. ამ რჩევების გათვალისწინებით საწვავის ხარჯი მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 პროცენტით შემცირდება.

”ტოიოტამ” Milan Design Week-ისთვის საინტერესო ექსპერიმენტი წარმოადგინა: ეს არის იაპონური ხის ხელოვნების ტექნოლოგია ოკური...
15/04/2016

”ტოიოტამ” Milan Design Week-ისთვის საინტერესო ექსპერიმენტი წარმოადგინა: ეს არის იაპონური ხის ხელოვნების ტექნოლოგია ოკურიარის მიხედვით შექმნილი ხის ელექტრომობილი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ.

22/03/2016

http://www.myvideo.ge/tv/maestro&seekTime=22-03-2016%2012:49

გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“ - მაესტრო Live. გადაცემა „ბიზნეს კონტაქტი“ - მაესტრო-ს ყურება ონლაინ. გადახვევით და დაპაუზებით. სატელევიზიო პროგრამა.

Mercedes-ის პირველ პიკაპს პარიზში წარადგენენAutoExpress-ის ცნობით, Mercedes-ის ახალი თაობის პირველ პიკაპს შემოდგომაზე, პ...
17/03/2016

Mercedes-ის პირველ პიკაპს პარიზში წარადგენენ

AutoExpress-ის ცნობით, Mercedes-ის ახალი თაობის პირველ პიკაპს შემოდგომაზე, პარიზის ავტოშოუზე წარადგენენ. გავრცელებული ინფორამციით უჩვეულო Mercedes-ის გაყიდვები 2017-ში დაიწყება.

არაოფიციალური ცნობებით X-Class-ად წოდებული ახალი ავტომობილი Nissan Navara-ს საფუძველზე იქნება შემქნილი და მხოლოდ დიზელის ძრავებით გამოვა.

Mercedes-ის ახალი მოდელის გაყიდვა ლათინურ ამერიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში იგეგმება.

Address

Хошараули 30
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when New Auto posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to New Auto:

Share