კომპანია CarMark 2008 წელს დაფუძნდა (ძველი სახელით IAA Motors) საავტომობილო სფეროში მრავალი წლის გამოცდილების მქონე ჯგუფის მიერ ავტომობილებისა და მძიმე ტექნიკის იმპორტ/ექსპორტის ბიზნესში, რაც დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში აისახა კმაყოფილი მომხმარებლის მზარდ რაოდენობაზე. კომპანია არის წარმოდგენილი როგორც საქართველოში ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში.
კომპანია ყოველდღიურად ახდენს ოპერირებას სხვადასხვა უმსხვილეს აუქციონებზე სადაც ჩვენი კომპანიის პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი სადილერო კომპანიები რაც არის გარანტი იმისა, რომ ჩვენთან შეძენილ ნებისმიერ ავტომობილზე და მის საქართველოში ჩამოყვანის რთულ პროცედურაზე პროფესიონალთა გამოცდილი ჯგუფი მუშაობს. CarMark სარგებლობს საქართველოს საბანკო ბაზარზე არსებული საუკეთესო ავტოგანვადების პირობებით.
ჩვენი ძირითადი პრინციპია: მარტივი, ხელმისაწვდომი და სწრაფი მომსახურება. სწორედ ასეთი საქმიანი მიდგომა ავტომობილის შეძენას მაქსიმალურად მოსახერხებელსა და სასიამოვნო პროცესად აქცევს.
წლობით დაგროვილი გამოცდილება და ათასობით კმაყოფილი კლიენტი, იძლევა იმის თქმის საშუალებას რომ CarMark ყველა მომხმარებლისთვის სანდო პარტნიორია.