TESLA Club Georgia

TESLA Club Georgia ყველაფერი TESLA ს შესახებ
About Tesla

Tesla ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, Model S-ისა და Model X-ის წარ­მო­ე­ბას წყვეტს, რად­გან ის რო­ბო­ტი­კა­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე...
31/01/2026

Tesla ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, Model S-ისა და Model X-ის წარ­მო­ე­ბას წყვეტს, რად­გან ის რო­ბო­ტი­კა­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­და­დის.

რო­გორც მე­დია წერს, ილონ მასკმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც Tesla-მ წლი­უ­რი შე­მო­სავ­ლის შემ­ცი­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა. კომ­პა­ნი­ის მთლი­ა­ნი შე­მო­სა­ვა­ლი 2025 წელს 3%-ით, ხოლო წლის ბოლო სამ თვე­ში მო­გე­ბა 61%-ით შემ­ცირ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლი­ფორ­ნი­ის ქარ­ხა­ნას, სა­დაც აქამ­დე Tesla-ს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი - Model S-ისა და Model X იწარ­მო­ე­ბო­და, ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ჰუ­მა­ნო­ი­დი რო­ბო­ტე­ბის - Optimus -ის წარ­მო­ე­ბის­თვის გა­და­კეთ­დე­ბა.

„ცოტა სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად დროა, Model S-ისა და Model X-ის პრო­ექ­ტე­ბი და­ვას­რუ­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და მასკმა. მისი თქმით, Tesla გა­აგ­რძე­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას მა­ნამ­დე, „სა­ნამ ისი­ნი მან­ქა­ნებს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.“

წარ­მო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში მოხ­დე­ბა.

ახა­ლი გეგ­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, მასკმა აღ­ნიშ­ნა, რომ „დროა, მი­მარ­თუ­ლე­ბა შევ­ცვა­ლოთ და მო­მავ­ლის­კენ ვი­ა­როთ“. მისი თქმით, ფრი­მონ­ტის ქარ­ხა­ნა წე­ლი­წად­ში 1 მი­ლი­ო­ნამ­დე რო­ბოტს გა­მო­უშ­ვებს.

გიჟური ტექნოლოგია“: ილონ მასკმა პირობა დადო, რომ Tesla Roadster-ის დემონსტრირებას წლის ბოლომდე მოახდენს თავად Roadster-ს...
07/11/2025

გიჟური ტექნოლოგია“: ილონ მასკმა პირობა დადო, რომ Tesla Roadster-ის დემონსტრირებას წლის ბოლომდე მოახდენს

თავად Roadster-ს Tesla-სთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ელექტრომობილმა დაუდო საფუძველი კომპანიის ისტორიას. ილონ მასკი მეორე თაობის Roadster-ის წარდგენას 2017 წლიდან გვპირდებოდა, თუმცა ახლა ის მზადაა, წლის ბოლომდე არა მხოლოდ უბრალო ელექტრომობილი, არამედ მფრინავი ავტომობილი წარადგინოს.

ვინაიდან OpenAI-ის არსებობა მასკს კვლავ აღიზიანებს, სტარტაპის ხელმძღვანელ სემ ოლტმენის ბოლოდროინდელმა განცხადებამ, რომ ის ცდილობდა თავისი ელექტრო სპორტული ავტომობილის, Tesla Roadster-ის, შეკვეთის გაუქმებას, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან დაუყოვნებლივი კომენტარები გამოიწვია. პირველი თაობის ავტომობილი 2008 წელს გამოვიდა, ხოლო 2017 წელს მასკმა მეორე თაობის Roadster წარადგინა და კომპანიამ მომავალში მისი მიწოდების შეკვეთების მიღება დაიწყო, რაც მუდმივად გადაიდო.

ერთ-ერთ ინტერვიუში ილონ მასკმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Tesla აპირებს ახალი Roadster-ის ინვესტორებისა და გულშემატკივრებისთვის წარდგენას წლის ბოლომდე. მასკმა უარი თქვა ახალი მოდელის შესახებ დეტალების გაზიარებაზე, თუმცა მიანიშნა, რომ Roadster-ის ანონსი „ყველაზე დასამახსოვრებელი“ იქნება.

თავის მხრივ, სემ ოლტმენმა მეორე თაობის Roadster-ის 2018 წელს დაჯავშნის გაუქმების გადაწყვეტილება ხანგრძლივ ლოდინს მიაწერა: „ამ მანქანით ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი და მესმის, რომ შეფერხებებია, მაგრამ 7.5 წელი ძალიან დიდ ლოდინად მეჩვენა“. მეორე თაობის Roadster-ის წარმოება 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მას შემდეგ არაერთხელ გადაიდო. ბაზარზე არსებული ამდენი ელექტრო სპორტული მანქანის გათვალისწინებით, რომლებსაც ორ წამში შეუძლიათ 60 მილი/სთ სიჩქარის განვითარება - ზუსტად ის, რაც Tesla-ს ელექტრომობილის მახასიათებელი უნდა ყოფილიყო - კომპანია მარკეტინგული გავლენის დაკარგვის რისკის ქვეშაა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ილონ მასკმა ახსენა Tesla Roadster-ის ფრენის ადრე განხილული უნარი, თუმცა ეს საკმაოდ ბუნდოვნად გააკეთა. მან უბრალოდ დაამატა, რომ „ამ მანქანას ექნება გიჟური ტექნოლოგია, ნამდვილად გიჟური“. გარკვეული გაგებით, მან აღნიშნა, რომ ახალი Roadster მანქანად არც კი ჩაითვლება. ის იქნება „ყველაფერზე გიჟური, რაც კი ოდესმე ჯეიმს ბონდის ჰქონია ერთად აღებული“, განაცხადა მასკმა. მან ადრე აღნიშნა, რომ SpaceX-ის მიერ შემუშავებული რაკეტის რეაქტიული საბერველები ახალ Roadster-ს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემობრუნდეს მოსახვევებში, არამედ დროებით აფრინდეს მიწიდან. მანქანამ სიტყვასიტყვით მიწის ზემოთ უნდა ლივლივოს. შესაძლოა, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი სწორედ ამ ტექნიკურ მახასიათებელს გულისხმობდა, როდესაც „გიჟურ ტექნოლოგიაზე“ საუბრობდა.

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ Model Y-ისა და Model 3-ის შედარებით იაფი ალტერნატივების გაყიდვის შესახ...
15/10/2025

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ Model Y-ისა და Model 3-ის შედარებით იაფი ალტერნატივების გაყიდვის შესახებ გეგმები წარადგინა. ეს წლების განმავლობაში მისი პირველი ახალი პროდუქტი იქნება. სფეროს ანალიტიკოსების განცხადებით, როგორც ჩანს, ილონ მასკის მიზანი ელექტრომობილების შესაძენად საგადასახადო შეღავათების დაკარგვის კომპენსირებაა.

Tesla-მ თავისი Model Y Standard-ისა და Model 3 Standard-ისთვის ფასი $37,990 და $34,990 დააწესა. ცნობისთვის, „პრემიუმ“ ალტერნატივების ღირებულება, შესაბამისად, $44,490 და $41,990-ია. ამ გზით კომპანია დაბალი ფასის სეგმენტში გაძლიერებას ცდილობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშშ-ში ელექტრომობილების შეძენისთვის მოქმედი 7,500-დოლარიანი ფედერალური საგადასახადო შეღავათი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ეს Tesla-ს ახალი პროდუქტის პირველი პრეზენტაციაა 2019 წლის შემდეგ, როცა ილონ მასკმა Cybertruck-ი წარადგინა. ამ მოდელის სერიული მიწოდება მხოლოდ 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, წარმოებისა და ბატარეების მიწოდების შეფერხების შემდეგ.

Bloomberg-ის ცნობით, Tesla ახალ მოდელებში მარტივი და ნაკლებად ძვირადღირებული მასალების გამოყენებას გეგმავს, რათა წარმოების ხარჯები და ნეგატიური ეფექტი შეამციროს, რომელიც საგადასახადო შეღავათის გაუქმებამ გამოიწვია.

Autovista Group-ის მონაცემებით, 2025 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, Model Y გლობალური ელექტრომობილების ბაზრის 7.4%-ს იკავებდა და მსოფლიოში კვლავ ყველაზე გაყიდვად EV-მოდელად დარჩა, Model 3-ისა და ჩინური BYD Seagull-ის წინ.

ცნობისთვის, Tesla-მ მესამე კვარტალში რეკორდული რაოდენობის, 497,099 ელექტრომობილის მიწოდება შეძლო. ამ რაოდენობის დაახლოებით 97% Model 3-ისა და Model Y-ის მოდელებზე მოდის.

ისტორიული ფოტო: ნიკოლა ტესლა ნიუ-იორკში მუხტავს ახლადგამოშვებულ მისივე სახელობის ელექტრო- ავტომობილს
26/02/2025

ისტორიული ფოტო: ნიკოლა ტესლა ნიუ-იორკში მუხტავს ახლადგამოშვებულ მისივე სახელობის ელექტრო- ავტომობილს

‼️ ისტორიაში პირველად, Tesla-მ წლიური გაყიდვებით, Audi-ის გადაასწრო 📈🚗  და ეს მაშინ, როდესაც რეალურად ამერიკული კომპანია...
16/01/2025

‼️ ისტორიაში პირველად, Tesla-მ წლიური გაყიდვებით, Audi-ის გადაასწრო 📈
🚗 და ეს მაშინ, როდესაც რეალურად ამერიკული კომპანია საავტომობილო ბაზარს მხოლოდ ხუთ მოდელს - Model 3, Model Y, Model S, Model X, Cybertruck - სთავაზობს, მისი გერმანული კონკურენტის საწარმოო ხაზი კი, ბევრად მრავალფეროვანია.
📉 ამის მიუხედავად, გასული წლის განმავლობაში, Tesla-ს გაყიდვებმა 1,789,226 ერთეული ელექტრომობილი შეადგინა, ხოლო Audi-ის გაყიდვები 11.8%-ით, 1,671,218 -მდე დაეცა. ანალიტიკოსები, Tesla-ის შედეგიან წელს Model 3-ისა და Y-ის მოდელების წარმოების ზრდაზე ფოკუსირებას უკავშირებენ.
💁‍♀️ თუმცა, მდიდრული ავტომობილების გაყიდვებით, ლიდერულ პოზიციებს Mercedes-Benz-ი და BMW-ი ინარჩუნებენ. Tesla კი, აღმავლობას განაგრძობს... თქვენი აზრით, შეძლებს ამერიკული გიგანტი Audi-ს შემდეგ უკვე ამ ორი გერმანული გიგანტის ჩამოტოვებასაც ❓

რჩევა ყველაზე დიდი გიგანტისგან — Tesla. 💡2018 წელს, როდესაც ყველა მის კრახს წინასწარმეტყველებდა, ილონ მასკმა გააკეთა წარ...
22/11/2024

რჩევა ყველაზე დიდი გიგანტისგან — Tesla. 💡
2018 წელს, როდესაც ყველა მის კრახს წინასწარმეტყველებდა, ილონ მასკმა გააკეთა წარმოუდგენელი.

სკეპტიკოსები:
— Mercedes: „ზაფხულისთვის გაკოტრდება“.
— BMW: „მასობრივ წარმოებას ვერ შეძლებს“.
— Wall Street: „წარმოებითი კოშმარი“.

რა გააკეთა მასკმა?
— გადავიდა ქარხანაში საცხოვრებლად ბალიშით ხელში.
— პირადად ამოწმებდა წარმოების ყველა ეტაპს.
— ღამით ურეკავდა მომწოდებლებს, კოდს ხელახლა წერდა და ინჟინრებთან ერთად Model 3-ს არემონტებდა.

შედეგი:
— 200 მანქანიდან კვირაში 5000-მდე მესამე თვეში.
— პირველი მომგებიანი კვარტალი.

დღეს Tesla უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე Toyota, GM, Ford და BMW ერთად. 🚀
ეს გაკვეთილი არის მოთმინებაზე, ხედვაზე და იმაზე, რომ არასდროს უნდა დანებდეთ.

არასდროს დანებდეთ, თუნდაც მთელი მსოფლიო თქვენში ეჭვობდეს!

#მოტივაცია #წარმატება #ილონმასკი #გამძლეობა

11/01/2024
მასკის თქმით, Cybertruck-ს ნავის ფუნქციაც ექნება...      წლების განმავლობაში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკს...
07/10/2022

მასკის თქმით, Cybertruck-ს ნავის ფუნქციაც ექნება...

წლების განმავლობაში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკსი სულ უფრო და უფრო მეტ დეტალს გვიხელს თავის ახალ Cybertruck-ზე. მან Twitter-ზე სატვირთო მანქანის კიდევ ერთი მახასიათებელი გაგვიმხილა: ის საკმარისად წყალგაუმტარი იქნება იმისთვის, რომ როგორც ნავი ისე გამოვიყენოთ.

წყალგაუმტარი მანქანა
"Cybertruck საკმარისად წყალგაუმტარი იქნება იმისთვის, რომ მოკლე დროში ნავად მოგვევლინოს. ასე რომ მას შეუძლია გადაკვეთოს მდინარეები, ტბები და ზღვებიც კი", — დაპოსტა მასკმა.

თუმცა, მან არ გაამჟღავნა, როგორ მოხერხდება ეს და რამდენ ხანს შეძლებს სატვირთო მანქანა წყალზე უსაფრთხოდ დარჩენას. მან არც ის აღნიშნა, თუ როდის ჩაეშვება სატვირთო წარმოებაში.

Tesla-მ ინოვაციურ სატვირთო მანქანაზე ინფორმაცია პირველად 2019 წელს გაავრცელა. მაშინ მასკი ამტკიცებდა, რომ ის გაყიდვების დაწყებას 2021 წელს აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეფერხდა. საბოლოოდ მასკმა თქვა, რომ წარმოება 2023 წელს დაიწყება.

2022 წლის ივლისში ინვესტორებთან გამართული შეხვედრისას, მასკმა ანალიტიკოსებს განუცხადა: "მალე Cybertruck-თან დაკავშირებით ბევრ საინტერესო ინოვაციას შემოგთავაზებთ. ამ წამს რთულია დეტალებზე საუბარი, მაგრამ დიდი სიახლეები გველოდება. ჩვენი გუნდი აგრძელებს Cybertruck-ის წარმოებაზე მუშაობას".

რა სხვა მახასიათებლებით გამოირჩევა სატვირთო მანქანა?
ელექტრომობილების მწარმოებელი აცხადებს, რომ ერთძრავიან Cybertruck-ს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე ასვლა 6,5 წამში შეეძლება. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ეს 177 კმ/სთ-ია. გავრცელებული ინფორმაციით, ორძრავიანი Cybertruck მიაღწევს 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 4,5 წამში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 193 კმ/სთ იქნება. და ბოლოს, სამძრავიან მოდელს, ნულიდან 100 კმ/სთ-ს განვითარება სულ რაღაც 2,9 წამში შეეძლება. ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 209 კმ/სთ იქნება.

Cybertruck-ის სამივე მოდელს აქვს რეგულირებადი ჰაერის საკიდარი, რომელსაც შეუძლია მანქანა მიწიდან 40 სანტიმეტრამდე ასწიოს. რაც შეეხება ბუქსირის სიმძლავრეს: 3 400 კგ ერთძრავიანი ვერსიისთვის, 4 500 კგ ორძრავიანი მოდელისთვის და 6 350 კგ სამი ძრავისთვის.

დაბოლოს, ბატარეების კუთხით, ერთი ძრავის მოდელს აქვს 400 კილომეტრის დიაპაზონი, ორმაგი ძრავის შემთხვევაში ეს 480 კილომეტრია, ხოლო სამძრავიანი ერთი დატენვით 500 კილომეტრსაც ფარავს.

OPTIMUS (Tesla)30 სექტემბერს, "ხელოვნური ინტელექტის დღეს", Tesla-ს CEO-მ ილონ მასკმა თავისი ჰუმანოიდი რობოტი Optimus წარ...
05/10/2022

OPTIMUS (Tesla)

30 სექტემბერს, "ხელოვნური ინტელექტის დღეს", Tesla-ს CEO-მ ილონ მასკმა თავისი ჰუმანოიდი რობოტი Optimus წარადგინა.

მილიარდერმა განაცხადა, რომ რობოტების ბიზნესი მანქანების წარმოებაზე მეტად ღირებულია და იმედოვნებს, რომ მალე თვითმავალი მოწყობილობების წარმოებას გასცდება.

რობოტის პროტოტიპი სცენაზე გამოვიდა და აუდიტორიას ხელი დაუქნია. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადააქვს რობოტს ყუთი და რწყავს ყვავილებს.

ვციტირებ:

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე შევქმნათ ჰუმანოიდი რობოტი", — თქვა მასკმა ჯერ კიდევ ტესლას კალიფორნიის ოფისში. "კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა დავხვეწოთ და სრულვყოთ Optimus.

მასკმა თქვა, რომ ახლა ჰუმანოიდ რობოტებს "არ აქვთ ტვინი"; მათ არ გააჩნიათ ინტელექტი, რათა თვითონ გაკვალონ გზა ჩვენს სამყაროში. ამას გარდა ისინი ძალიან ძვირი ღირს და მცირე რაოდენობით იწარმოება.

"ამის საპირისპიროდ", — აღნიშნა მან, — "Optimus ძალიან მოქნილი რობოტი იქნება, რომელსაც დიდი რაოდენობით აწარმოებენ — მილიონი ერთეული — და მოსალოდნელია, რომ მანქანაზე ნაკლები ეღირება, $20 000-მდე".
თავდაპირველად რობოტი მოსაწყენ, რუტინულ ან საშიშ დავალებებს შეასრულებს, მათ შორისაა, ტესლას ქარხანაში ნაწილების გადაადგილება, მანქანებისთვის მიერთება და სხვა.

მასკის თქმით, მომავალში ეს რობოტები ჩვენს სახლებში შემოვლენ, მოამზადებენ ჩვენთვის საუზმეს, სახლს დაალაგებენ, მოხუცებს მოუვლიან და, შესაძლოა, ადამიანებისთვის სექს პარტნიორადაც იქცნენ.

პარასკევის ივენთზე ილონ მასკმა სრულად თვითმავალ მანქანებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ განაახლეს მაღალი სიჩქარის კომპიუტერი დოჯო, რომელიც თვითმავალი მოწყობილობების განუყოფელი ნაწილია. ტესლას ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ 2024 წლისთვის ისინი უკვე შეძლებენ სრულად თვითმავალი მანქანების წარმოებას, რომელთაც პედალი არ ექნებათ

წყარო: The Guardian

https://youtu.be/Gm6dZ1q06ks

11 November დაანონსდა....
09/09/2022

11 November დაანონსდა....

Address

Lisi
Tbilisi
1025

Telephone

+13473074600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TESLA Club Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to TESLA Club Georgia:

Share