03/10/2016
ჰიდროქსი ფოვერის წყალბადის გენერატორები
ბრაუნის გაზი (HHO) - მეტად კალორიული და აქტიური გაზია, რომელიც ბენზინთან შედარებით 1200-ჯერ ჩქარა იწვის. მისი წვის ტემპერატურა 3200C და მისი აქტიურობის ხარჯზე წვის პერიოდი ბენზინზე 1200 ჯერ მცირეა. გაზის თანაბარ გადანაწილებასთან ერთად იგი წარმოადგენს წვის ერთგვარ კატალიზატორს, რომელიც ნაპერწკალის გაჩენისას პირველი აალდება და გადასცემს ტემპერატურას დანარჩენ საწვავს, რაც საბოლოოდ იწვევს საწვავის თითქმის ბოლომდე, მაქსიმალურ წვას. შესაბამისად საწვავი , რომლისთვისაც გადახდილია საფასური, გამოიყენება მარგი ქმედების კოეფიციენტის 90%-ით და მეტი და არა 30-40%-თ ისე როგორც იყო ჰიდროქსი ფოვერის წყალბადის გენერატორის დაყენებამდე.
ისმება ლეგიტიმური კითხვა: თუ ბრაუნის (HHO) გაზი ასეთი ძლიერია, რა საჭიროა ბენზინი? რატომ არ შეიძლება „ჰაიდროჯენ ტექნოლოჯი“-ს წყალბადის გენერატორის მეშვეობით ძრავის მუშაობა მხოლოდ ბარაუნის გაზზე ?
რა თქმა უნდა ტრადიციული ბენზინის ან დიზელის შიდა წვის ძრავით ბრაუნის გაზით მოძრაობა შესაძლებელია, თუმცა ცოტახნით, რადგან ბრაუნის გაზი თავისი მახასიათებლებით ძლიერ განსხვავდება ბენზინსა და დიზელისგან. ბრაუნის გაზის წვის პერიოდი 1200 ჯერ მცირე აქვს, ხოლო წვის ტემპერატურა 3200 C , ანუ სამჯერ მეტი ვიდრე ბენზინისას და შესაბამისად მსგავს საწვავს სულ სხვა ძრავი ესაჭიროება, სხვა მასალისგან დამზადებული, წვის მომცრო კამერით დგუშის მცირე სვლით. ამიტომ ჩვეულებრივი ძრავებითვის, წყალბადის გენერატორის მიერ გამომუშავებული ატომური გაზი შეიძლება გამოვიყენთ მხოლოდ როგორც ძირითადი საწვავის ეფექტური წვის კატალიზატორად. ბრაუნის გაზის მოქმედების შედეგად ხდება ძრავის შიდა წვის კამერის გასუფთავება ნამწვავისგან. შემჩნეულია დგუშის რგოლების კოკსისგან განთავისუფლება, სანთლების სიცოცხლისუნარიანობის გახანგძლივება. იწყება გამონაბოლქვის სისტემის და კატალიზატორის გამოსუფთავება, მაქსიმუმამდე მცირდება გარემოში მავნე გამონაბოლქვის გამოტყორცნა, რაც ხელს უწყობს ფლორა და ფაუნის შენარჩუნებას.