15/02/2026
შპს ემეს მოტორსის ოფიციალური განცხადება!
ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას,
რომელიც ეხება ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებულ კომპანიებს, მოხსენიებულია შპს ემეს მოტორსი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას ვაწვდით ოფიციალურ განმარტებას. ემეს მოტორსი უკვე 18 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ჩვენი ძირითადი საქმიანობაა საავტომობილო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და დისტრიბუცია (იმპორტიორი ქვეყნებია-გერმანია, ბელგია, თურქეთი).
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შპს ემეს მოტორს არასდროს განუხორციელებია ნავთობის ან საწვავის იმპორტი ირანიდან ან სხვა ქვეყნიდან; ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ბიზნეს რეპუტაცია, გამჭვირვალობა და პარტნიორების ნდობა.
სწორედ ამიტომ, ვთვლით საჭიროდ განვმარტოთ, რომ შპს ემეს მოტორს-ის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ბიზნეს სტანდარტებს.
კომპანია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მიაწოდოს დაინტერესებულ სუბიექტებს სრული და
ამომწურავი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, სრული გამჭვირვალობის პრინციპით, რათა თავიდან აცილებულ იყოს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება