Roader.Ge

Roader.Ge Create Memories For Life

შუაღამის ცა საბერწეში.   მყინავრის უკანა ფონი, ცაზე დიდი დათვის თანავარსკვლავედი ჩანს.
21/08/2023

შუაღამის ცა საბერწეში.
მყინავრის უკანა ფონი, ცაზე დიდი დათვის თანავარსკვლავედი ჩანს.

ბეთლემის ნიში მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მარშრუტზე,  ეს გახლავთ საქართველოში ზღვის დონიდან ყველა...
16/08/2023

ბეთლემის ნიში მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მარშრუტზე, ეს გახლავთ საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ეკლესია.

Roader.Ge -ს ადმინები მეჯვარეებთან ერთად ❤️

15/08/2023
15/08/2023

ბეთლემის ნიშისკენ მიმავალ გზაზე ეგრედ წოდებუკი ყინულის ენა ძალაინ კარგად ჩანს.

ყინულის ენის ავლას მოვანდომეთ 2 საათზე მეტი.

მწვანე ტბა   — ტბა საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილიდ...
30/07/2023

მწვანე ტბა
— ტბა საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილიდან 6 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². მაქსიმალური სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი. ტბას წიწვოვანი და წიფლის ხემცენარეები აკრავს, სწორედ ამიტომაა, რომ წყალს მწვანე ელფერი აქვს. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის.მწვანე ტბა საუკეთესო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და წყლის ველოსიპედებით ტბაზე გასეირნებისთვის.

გაგვიზიარეთ დენდროლოგიური პარკიდან ფოტოები 🌍🤗❤️
27/07/2023

გაგვიზიარეთ დენდროლოგიური პარკიდან ფოტოები 🌍🤗❤️

გამოაჩინეთ თქვენი სათამაშოებიც.
26/06/2023

გამოაჩინეთ თქვენი სათამაშოებიც.

Roader.Ge-ის ადმინისტრატორები.  არმაზის ციხეარქიტექტურული ძეგლი მცხეთაში - დგას არმაზისხევის სათავესთან, რკინიგზის ხაზის...
19/06/2023

Roader.Ge-ის ადმინისტრატორები.

არმაზის ციხე

არქიტექტურული ძეგლი მცხეთაში - დგას არმაზისხევის სათავესთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით, 3 კმ-ზე, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ჰქონია (შემორჩენილია კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26X27,5 მ), კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმს წარმოადგენს (გვერდების სიგრ. 13,5 მ). პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერადაა გადატიხრულ (სამეურნეო დანიშნულებისათვის) შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.

მოგესალმებით მეგობრებორა ნივთებს წაიღებდით 5 დღიანი მოგზაურობისთვის?
13/05/2023

მოგესალმებით მეგობრებო

რა ნივთებს წაიღებდით 5 დღიანი მოგზაურობისთვის?

წვერის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ეკლესია სოფელი წვერიდან 6 კმ-ში, მაღალ...
12/05/2023

წვერის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ეკლესია სოფელი წვერიდან 6 კმ-ში, მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აგებულია XI საუკუნეში. კონცხიდან ძალიან ლამაზი, ვრცელი ხედები იშლება.

როგორ მივიდეთ?
ეკლესიასთან მიდის სამანქანო გზა. თბილისი - მანგლისის გზაზე არის გადასახვევი სოფელი წვერის მიმართულებით და მიდის გრუნტიანი გზა ტაძრამდე. გზაზე ასევე შეგხვდებათ აბრა. მანძილი მთავარი გზიდან დაახლოებით 4 კილომეტრია. აღნიშნული გზის გავლა კარგ ამინდში ნებისმიერი ტიპის მანქანითაა შესაძლებელი, წვიმიან და თვლიან ამინდში უკეთესია მაღალი გამავლობის მანქანა. სამანქანო გზის ბოლოდან ტაძრამდე 150-200 მეტრია.

26/04/2023

მუხათგვერდიდან ჭილის ტბისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზის მცირე მონაკვეთი. გზის ამ მონაკვეთზე ამ სირთულის გარდა დანარჩენს სტანდარტული SUV ტიპის მანქანითაც გაივლით, რომელსაც არანაირი სახის ბლოკირება არ აქვს

ჭილის ტბა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანში მდებარეობს, მუხათგვერდის სასაფლაოდან რამდენ...
16/04/2023

ჭილის ტბა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანში მდებარეობს, მუხათგვერდის სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე. თუკი გრძელ ლაშქრობებში წასვლას ვერ ახერხებთ და თბილისთან ახლოს ლამაზ ადგილს ეძებთ ბუნებაში განტვირთვისთვის ჭილის ტბა ნამდვილად მოგეწონებათ. ტბა ლამაზია წლის ყველა სეზონზე, მწვანეში ჩაფლული, შემოდგომის ფერებით აფერადებული თუ ზამთრის სითეთრეში გახვეული. ჭილის ტბა ზამთარში იყინება, ისე რომ ყინულზე სეირნობაც შეგიძლიათ. ამ ადგილს თევზაობის მოყვარულებიც ხშირად სტუმრობენ. აქ შეგიძლიათ როგორც საპიკნიკედ გასეირნება, ასევე მცირე ლაშქრობის მოწყობა. გზად თბილისისა და კავკასიონის ულამაზესი ხედებითაც დატკბებით. ჭილის ტბა ზაფხულში განსაკუთრებით პოპულარულია. ტბასთან მიდის სამანქანო გზა, თუმცა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა მისვლა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ მუხათგვერდის სასაფლაომდე ავტობუსს გაყვეთ, შემდეგ კი ფეხით გააგრძელოთ გზა.

ჭილის ტბა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანში მდებარეობს, მუხათგვერდის სასაფლა....

Address

Kazbegi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Roader.Ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category